"წყეულიმც იყოს", - ასე მიმართავს უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს.
"მე წავიკითხე რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გეგმავს ივაჭროს რუსეთთან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და ამაში ამორალურს ვერაფერს ხედავს. [...] წყეულიმც იყოს იმისთვის, რომ როცა უკრაინა სისხლის გუბეშია, მას რუსეთთან ვაჭრობა სურს", - ამბობს გორდონი.
დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების ფონზე 15 ქართულ კომპანიას რძის პროდუქტების შეტანის უფლება მისცეს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წელს დაიწყო, რამდენიმე დღის წინ კი რუსეთიდან თავად დაუკავშირდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, რუსეთის ბაზრის გახსნა იქნება შესაძლებლობა ქართული მეწარმეებისთვის.
უკრაინა კი აცხადებს, რომ მოგება, რასაც საქართველო რუსეთის ბაზარზე გასვლით მიიღებს, უკრაინელების სისხლით იქნება გაჟღენთილი. უკრაინის მმართველი გუნდი საქართველოს მოუწოდებს, არ გადადგას ეს ნაბიჯი.